სამხრეთ კავკასია ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე - ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგომაროება უკიდურესად იძაბება. უკვე მეორე დღეა კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლიც. მთიან ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობა რეგიონიდან გასვლას ან ბუნკერებში დამალვას ცდილობს.

აზერბაიჯანულმა მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სომხეთის კონტროლირებად ზონაში არსებულ 8 სოფელზე კონტროლი აიღო. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, მიმდინარე პროცესები სომხეთს ძვირად დაუჯდა.

მიმდინარე პროცესებს და აზერბაიჯანის მუქარას გამოეხმაურა სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი. 

შეიარაღებულ დაპირისპირებას მსოფლიოც ეხმაურება. უკრაიანის, გერმანიის, ევროკავშირისა და ეუთოს წამომადგენლები დაპირისპირებულ მხარეებს სამხედრო მოქემედებების შეწყვეტისაკენ მოუწუდებენ.

ეუთოს თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში საუბარია საომარი მოქმედებების შედეგებზე, რომელიც რეგიონში დაძაბულობის გაღრმავებას გამოიწვევს. 

აზერბაიჯანს მხარდაჭერას და სამხედრო მოქმედებებში დახმარებას თურქეთი ჰპირდება.

თურქეთის პარლამენტის სპიკერმა სომხეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენია და არმიის უკან დახევისაკენ მოუწოდა.

კონფლიქტს რომის პაპი ფრანცისკეც გამოეხმაურა, რომელიც მხარეებს მოუწოდებს სიტუაციის ნორმალიზაციისაკენ და ადამიანის უფლებების დაცვისკენ.

იტალიაში
ოფიციალური ვიზიტი სომხეთის პატრიარქმაც შეწყვიტა და არსებული ვითარების გამო სამშობლოში დაბრუნდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილხამ ალიევმა მოსახლეობას მიმართა, პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს ჯარისკაცების მიერ სომხური არმიის ნაწილობრივ დამარცხება მიულოცა და ბრძოლის ბოლომდე გაგრძელების პირობა მისცა.

მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ და დანებებას არ აპირებენ. მიუხედავად არსებული დანაკლისისა 2 ქვეყნის ლიდერი ბოლომდე ბრძოლის პირობას იძლევიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი