შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქტივისტი დოდი ხარხელი არ დაუკავებიათ. ამის შესახებ უწყებაში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს.
მათი თქმით, "ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს". ისინი დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
დაახლოებით 2 საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ სვამს რამდენიმე პოლიციელი შვილის საბავშვო ბაღთან დოდი ხარხელს მანქანაში. მოგვიანებით ისინი ხარხელის სახლში მივიდნენ, სადაც, მათი თქმით, "საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".