მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს თავშეკავება | იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

"იაპონია ყურადღებით ადევნებს თვალს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი ვართ 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი ვითარებით, მას შემდეგ რაც, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებს. მომიტინგეები და უშიშროების ორგანოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც მრავალი დაპატიმრება და დაშავება მოჰყვა.

იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს თავშეკავება სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით და იმედოვნებს, რომ ის კონსტრუქციულ ზომებს მიიღებს თავისი ხალხის გაგების მოსაპოვებლად და ვითარებას მალე განმუხტავს," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი