ნანა ტომარაძე, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა.
"ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს", - განაცხადა ნანა ტომარაძის ადვოკატმა.
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე