აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა 28 სექტემბრიდან ამოქმედდება

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა 28 სექტემბრის  00:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამის ბრძანებას ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი უკვე მოაწერა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში და რიგ სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი ამოქმედდება.

ამ დროის განმავლობაში აკრძალულია ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში გასვლა სპეციალური ნებართვისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განახლდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანამ საბრძოლო მდგომარეობა გამოაცხადა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი