გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, "ენმ"-ს ერთ ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. როგორც მელია ამბობს, მოსახლეობას ის სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ კორპუსის სახურავიდან ქვები დაუშინეს. მელიას თქმით, ეზოში ამ დროს უამრავი ბავშვი იყო, თუმცა თავდამსხმელებისთვის არც ამ ფაქტს შეუშლია ხელი.
მელია ამბობს, რომ თავდასხმის უკან მმართველი გუნდი დგას და მსგავსი ქმედებები სწორედ "ქართული ოცნების" მხრიდან არის წახალისებული.
დღეს ეს უკვე ოპოზიციაზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო ბოლნისში. თვითმხილველების ინფომაციით, სოფელ ნახიდურში, ჩაიხანაში "ოცნების" მაჟორიტარობის დეპუტატის, გოგი მეშველიანის ძმა 50-მდე ადამიანთან ერთად ჩაიხანაში შეიჭრა და ოპოზიციის მხარდამჭერებს სცემა.