მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე - ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბოლნისის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა. 

მე ამ ჩაიხანის მეპატრონე ვარ. აქ იჯდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი არიფ იუსუპოვი. მოულოდნელად ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ გოგი მეშველიანის ძმა გოჩა მეშველიანი შემოვარდა 50 კაცთან ერთად. დაიწყეს ჩხუბი, ირგვლივ ყველაფერი დალეწეს, ნაციონალების აქტივისტი იუსუპოვი საშინლად სცემეს. 10-მდე აქტივისტი დაშავდა, სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე მგონია და სახეზეც ეტყობოდათ რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ბოლნისში სრული განუკითხაობაა - ამბობს ჩაიხანის მეპატრონე.

დაზარალებულების ახლობლები მეშველიანისგან ბოდიშის მოხდასა და კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ოპოზიციიდან კენჭს კახა ოქრიაშვილი იყრის.

ოქრიაშვილი ამბობს, რომ  "ქართულ ოცნებას" შიშის დანერგვა სურს, რადგან იცის, რომ ბოლნისში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში არჩევნებს წააგებს. ოქრიაშვილი ბაანდ ფორმირებებზე საუბრობს, რომლებსაც მისივე თქმით, ხელისუფლება მფარველობს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი