ნიკა მელიაზე თავდასხმას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ეხმაურება და Facebook-ზე წერს:
როცა უნარი არ გაქვს კვალიფიციური დისკუსია გქონდეს ოპონენტთან და მწვავე დებატები ისე გაშინებს, იმალები, რა თქმა უნდა, ქვის სროლამდე მიდიხარ და ძალადობით სხვის დაშინებას ცდილობ - მე თუ მეშინია, სხვას ამით შევაშინებო!
თქვენ მხდალებო, როცა დარწმუნდებით, რომ ეს არავის აშინებს (ჯერ თუ ვერ ხვდებით), მერე რას მოიმოქმედებთ?! დამალულ გულგახეთქილ თქვენს ბელადს მიხედეთ, ცხვირს რომ ვერ ყოფს გარეთ და ბილბორდებზე დაგრჩათ!
გამოდით ვიდებატოთ, თუ რამის თავი გაქვთ მართლა და ვნახავ, რით გასროლინებთ ხალხი ქვას!" წერს სამნიძე
შეგახსენებთ, რომ გლდანულაში, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ქვები დაუშინეს.