"მე არ ვიქნები ხალხის ხმა პარლამენტში, მე ვიქნები ეს ხალხი პარლამენტში" - სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც გასულ კვირას, "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" სახელით დასახელდა, უკვე ხვდება თავის ამომრჩველებს მის სამაჟორიტარო ოლქში.
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც აქამდე მოსხლეობას ყოველ კვირას ტელეეკრანებიდან ესაუბრებოდა, ახლა მათ უკვე პირადად ხვდება. ის ჩავიდა თავის მშობლიურ წყალტუბოშიც, საიდანაც წარმოშობით არის.
"მარტო შემომხაზე არ მომწონს, მენდე, შენიანი გამხადე - ეს არის ჩემთვის მთავარი" - ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც სურს ადამიანები დაარწმუნოს იმაში, რომ მხოლოდ თავად ის კი არა, არამედ ადამიანები ერთად შეცვლიან სასიკეთოდ - "მინდა ეს ჩვენ, ბევრნი ვიყოთ... აქეთ ვართ ადამიანები, იქით არის ფული, არ შეიძლება, ადამიანებმა უპირატესობა არ მოიპოვონ. გამორიცხულია, ადამიანებმა არ გაიმარჯვონ ფულზე" - ამბობს ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჟორჟოლიანის კამპანიაში, ჩართულია გენერალი დევი ჭანკოტაძეც, რომელიც თავდაპირველად ამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქის მაჟორიტარად მოიაზრებოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დევი ჭანკოტაძემ "მთავარის" ეთერში გადაცემა "დღის სტუმარში" თქვა, რომ გადაწყვეტილება ნანუკა ჟორჟოლიანს ჩაენაცვლებინა ის, მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივი კონსულტაციების შემდგ მიიღეს, მას შემდეგ, რაც შეთავაზებას ჟოროჟლიანი დათანხმდა.