"რეჟიმს ძალიან ეშინია, "ოცნება" ჩამოშლილია და ნიკას გარეთ ყოფნა ნამდვილად უშლით მათ ხელს" | სოფო ლილუაშვილი

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არ უცნობებიათ. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რადგან ნიკა გვარამიამ პროცესის დაწყების შემდეგ, ადვოკატების დასწრება მოითხოვა. მოსამართლე იძულებული გახდა სხდომა შეეჩერებინა. ადვოკატებს საქალაქოში ამ წუთებში ელოდებიან. 

"უკანონობის ზენიტში ვართ, ადამიანი მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არც ერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს. დილიდან ნიკას ადვოკატები რეკავდნენ იზოლატორშიც და სასამართლოშიც, რომ გაერკვიათ რომელ საათზეა ჩანიშნულ პროცესი და არავინ პასუხს არ გვცემდა. გარეთ დიდი მობილიზაციაა პოლიციელების, არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყველანაირი კანონი ამ ქვეყანაში ირღვევა" - ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი. 

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი