იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც ბოროტად გამოიყენება, ემბარგო უნდა დაწესდეს | ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალები იყენებენ, ემბარგო უნდა დაწესდეს.

"როდესაც ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტიკად სცემეს, დაწესდა ევროპული ემბარგო იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც გამოიყენებოდა ბოროტად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოსთვის, რაც შეიძლება მალე," - წერს ლანდსბერგისი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი