სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო კონფლიქტი გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრიმა ადგილობრივ სააგენტოსთან ისაუბრა მოწინააღმდეგეების დანაკარგზე. მისი თქმით, განადგურდა 22 სომხური ტანკი, 15 სარაკეტო იარაღი, 8 საარტილერიო დანაყოფი. ამასთან, დაიღუპა და დაშავდა 550-ზე მეტი ადამიანი.
რადგანაც მოწინააღმდეგეების მხარე ძალიან ბევრი დაშავდა, სამხედრო და სამოქალაქო ჰოსპიტალში ადგილების ნაკლებობაა; იწურება სისხლის ბანკის მარაგიც. როგორც ყოველთვის, სომხური მხარე საზოგადოებას უმალავს საკუთარ დანაკარგს, - ამბობს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თურქეთმა კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.
ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.
ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.