"ოცნების" სასამართლო აქციების აქტიური მონაწილეების განეიტრალებას ცდილობს | ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში რჩება

გამოქვეყნდა:

ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში რჩება. საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ერთ-ერთია, რომლის განეიტრალებასაც "ოცნების" სასამართლო უკანონო პატიმრობით ცდილობს. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, დღევანდელ პროცესზე, ძალოვნების მხილების არაერთი ფაქტი წარმოადგინა და მოსამართლეს კვლევის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, რომელიც დაადასტურებს მის უდანაშაულობას. მოსამართლემ უარი თქვა. 

გიორგი ახობაძემ დღეს ასევე დეტალურად ისაუბრა მისი დაკავების ძალადობრივ მეთოდებზე და ივანიშვილის ძალოვნები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნარკოტიკების ჩადებაში.

უფრო ვრცლად იხილეთ ჟანა აკობაშვილის სიუჟეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი