ამ წუთებში, ექიმი კოტე ჩახუნაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ოლიგარქის პროკურატურა მას სამართალდამცავის განკარგულების დაუმორჩილებლობას ედავება.
რეჟიმის საპოლიციო ძალებმა, 4 დეკემბერს, ექიმი მანქანიდან გაიტაცეს, როდესაც ის საპროტესტოო აქციაზე მიდიოდა.
კოტე ჩახუნაშვილისთვის წარდგენილი 173- მუხლი ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე.