დაპირისპირება ბოლნისში - საპროტესტო მსვლელობის მონაწილე მანქანას ქვები და ბოთლები ესროლეს

გამოქვეყნდა:

ბოლნისში, პროტესტის ნიშნად თბილისიდან ჩასულ ავტოკოლონის მონაწილეებს თავსდაესხნენ. მსვლელობის მონაწილე მანქანებს ისევ ქვები და ბოთლები ესროელს, შემთხვევის შემდეგ დაზიანდა ერთ-ერთ მანქანა, რომელსაც შუშები აქვს ჩამტვრეული.

მსვლელობის მონაწილე ვეტერანები დარწმუნებულები არიან, რომ თავმდამსხმელებს "ქართული ოცნება" ახალისებს.  არსებული ინფორმაციით, მანქანას ტოიოტა ქამრის მარკის მანქანიდან ქვები იმ დროს ესროლეს, როცა ის ბენზინის ჩასასხმელად იყო გაჩერებული. 

უკან მოვტრიალდით, მოგვდევდა ეს მანქანა, გზაში კარებზე ბლაგვი საგანი მოგვარტყა, შემდეგ უკვე გზა გადაგვიკეტა და დიდი ლოდი გვესროლა. ჩაიმსხვრა შუშა და მაშინვე გაიქცა, - ამბობს მანქანის მძღოლი.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება ორი მუხლით,  სხვისი ნივთის დაზიანებისთვის და სხეულის მსუბუქი დაზიანებისთვის დაიწყო.

ავტოკოლონების მსვლელობა ბოლნისში თბილისიდან მას შემდეგ გაემართა, რაც ადგილობრივებმა იქ საპროტესტო აქცია დაგეგმეს. მსვლელობის მონაწილეების თქმით, სურდათ ბოლნისისთვის წრე დაერტყათ და ადგილობრივებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ.

ბოლნისის მაცხოვრებლები "ქართული ოცნებისა" და მისი მაჟორიტარი დეპუტატის პოლიტიკას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლნისელები ფიქრობენ, რომ ბოლნისის საკრებულოს წევრი, ლუგარ ისაევი "ოცნებიდან" გუშინდელი დაპირისპირების სათავეში დგას და ითხოვენ, რომ რეგიონი დატოვოს. აქვე შეგახსენებთ, ისაევია ის პირი ვინც, "მთავარი არხის" ჟურნალისტს ფიზიკურად ემუქრებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი