არ მიკვირს, თუ არანაირი რეაგირება არ იქნება - ნიკა მელია თავდასხმის ფაქტებზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში არ აქვთ მოლოდინი, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის წინააღმდეგ მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ და თავდამსხმელები სათანადოდ დაისჯებიან. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ფიქრობს, რომ გლდანულაში მომხდარ ფაქტსაც არ მოჰყვება სათანადო რეაგირება და შეიძლება ვერც ვერასდროს გაიგონ ვინ ესროლა მას და მასთან ერთად შეკრებილ მოქალაქეებს ქვები და კვერცხები. 

არ მიკვირს, რომ არ იქნება არანაირი რეაგირება. არ მიკვირს ის, რომ თურმე ბატონი კობიაშვილი თურმე საუბრობს, რომ თავი იქით მსხვერპლად გამოაცხადა. არ მიკვირს, ეს ის ადამიანია, რომ ქვასაც ასროლინებს სხვას და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თავი აარჩევინა დელეგატებს ისე, რომ კონკურეტნს სახლიდან გამოსვლისას ნარკოტიკი ჩაადებინა. ბოდიშს მოვიხდი, თუ ეს ასე არ არის, - ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთიან კანდიდას გლდანის ოლქში, ნიკა მელიას გუშინ ქვები დაუშინეს. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ეს ხელისუფლების მხარდამჭერების გაკეთებულია. 

ძალადობას დღეს, 28 სექტემბერს "ქართული ოცნების" საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და მათ მხარდამჭერებსა თუ რიგით მოქალაქეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი