"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანის ოლქში, ნიკა მელია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ამბობს, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას, რომელსაც 8 წლის განმავლობაში "ქვა ქვაზე არ დაუდა და დღეს ქვების ისვრის".
"ხელისუფლება ვერ იაზრებს რას აკეთებინებს თავგაცხელებულ ადამიანს. დავუშვათ თავში მომხვედროდა ის ქვა და მოვმკვდარიყავი, ამით არჩევნებს მოიგებდა ქართული ოცნება?! ვეღარც ფიქრობენ, ისეთ "სპირალში" არიან შესულები, ვეღარ ხვდებიან, ის ქვა შეიძლება ქართული ოცნების, მხარდამჭერსაც მოხვედროდა აქ, ბავშვს, ან დედას, ან მამას. ნებისმიერ ადამიანს" - ამბობს ნიკა მელია
გლდანის ოლქში კონკურენტებზე საუბრისას, მელია ამბობს, რომ ხელისუფლების კანდიდატი - ლევან კობიაშვილი მასთან პირველივე ტურში წააგებს
"კონკურენტი მყავს კალაძის ძმაკაცი, რომელსაც შანსი არ აქვს უბრალოდ გამარჯვების, მაგრამ წირვაში დაღლილი მღვდელივით, თითქოს უმწიკვლო ადამიანია, ისე რომ წარმოაჩენს თავს, სინამდვილეში საერთოდ არ გამკვირვებია, რომ ეს ადამანი ქვას ისვრის" - ამბობს მელია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანის ოლქში, გადაცემაში "მთავარ აქცენტები" ბოლნისის ინციდენტზეც ისაუბრა, სადაც სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
გარდა ამისა, ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის 9 პუნქტან გეგმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გეგმა არის ერთადერთი გამოსავალი, არსებული მძიმე მდგომარეობიდან.
სააკაშვილის გეგმა არის ერთდერთი და უებარი გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობიდან. სანამ ქვეყნის შს მინისტრი არ იქნება ქვეყნის შს მინისტრი, სანამ გენ პროკურორი არ იქნება ქვეყნის გენ პროკურორი, მანამდე პრობლემები იქნება ეკონომიკაშიც, სოფლის მეურნეობაშიც და ა.შ.
შემდეგი შს მინისტრი ჩვენი გეგმის მიხედვით შეირჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და პარლამენტი თანამდებობაზე დანიშნავს ერთი მესამედი ოპოზიციონერების თანხმობით - ამბობს მელია.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომაგდენლებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 24 სექტემებრს ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს საცხოვრებელ სახლთან ორი უცნობი კაცი თავს დაესხა. 18 სექტემებერს, ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.17 სექტემბერს, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა. 15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ.