ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნატო ჩხეიძემ ოჯახები კარდაკარ მოიარა.
დეპუტატი დღეს შინდისის მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა.
შინდისის მოსახლეობას უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას. პრობლემაა მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციაც. მოსახლეობა ამბობს, რომ მოყვანილი პროდუქტის გაყიდვას ვერ ახერხებენ და ამიტომ მათი გადაყრა უწევთ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ნატო ჩხეიძე მშობლიურ ყელქცეულშიც ჩავიდა. სოფლებში მოსახლეობა სარწყავი წყლის არ ქონის გამო მოსავლის მოყვანას ვერ ახერხებს.
ცნობისთვის, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 23 სექტმბერს წარადგინა.