
რუსეთი არასდროს ერევა მეზობლების შიდა საქმეებში, მაგრამ მხარს უჭერს ხელისუფლებებს, სიტუაციის დასტაბილურებისთვის - ეს ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას თქვა.
"იცით, არასდროს ვერევით მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში, ან რომელიმე სხვა ქვეყნის, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მათ მცდელობებს, სიტუაცია დასტაბილურდეს. ვემხრობით დიალოგს პოლიტიკურ მხარეებს შორის და მხარს ვუჭერთ მათ ხელისუფლებებს, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს, ასე მოვიქცევით ყირგიზეთის შემთხვევაშიც." - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს იმართება.