"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში პროტესტის ესკალაციის გამო" | Amnesty International

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს ავრცელებს. ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მხრიდან პროტესტის ესკალაციაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს დაიცვან გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები.

"Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში პროტესტის ესკალაციის გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ადამიანის უფლებები ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩათვლით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედოს სოლიდარულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად ახორციელებენ თავიანთ უფლებებს საქართველოში," - წერია ანგარიშში. 

ორგანიზაცია წერს, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც დაიწყო 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტით, არაერთხელ დაარბიეს გადაჭარბებული ძალის გამოყენებით, ყოველდღიურად განლაგებულმა საპოლიციო ძალებმა. 

Amnesty International-ი ასევე აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების დარბევისას დაფიქსირდა მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები - "უფლებადამცველმა ჯგუფებმა აღწერეს პოლიციის სისასტიკე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ნაბიჯების შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, როგორც "სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები." - წერია დოკუმენტში. 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

დაასრულეთ ძალადობა: დაუყოვნებლივ შეაჩერეთ ძალადობა პოლიციისა და უცნობი ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მოქმედებენ პოლიციის თანამონაწილეობით.

დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების პატივისცემა: მხარი დაუჭიროს და უზრუნველყოს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება.

გამოიძიეთ ძალის უკანონო გამოყენება: ჩაატარეთ სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება უკანონო ძალის გამოყენები ბრალდებებზე, მათ შორის ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების ბოროტად გამოყენებაზე.

გამოიძიეთ წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა: ჩაატარეთ სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით და უზრუნველყავით მართლმსაჯულება და ეფექტური საშუალებები, მსხვერპლთა და მათი ოჯახების ანაზღაურების ჩათვლით.

ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა: პასუხისმგებელნი არიან ეჭვმიტანილები, მათ შორის სრული სარდლობის ჯაჭვში მყოფი პირები, სამართლიანი სასამართლოს წინაშე უნდა დაისაჯონ.

დაასრულეთ დაუსჯელობა: დარწმუნდით, რომ პოლიციელებს აცვიათ თვალსაჩინო და მკაფიოდ გამოსახული პირადი საიდენტიფიკაციო ნომრები.

უზრუნველყოს შესაბამისობა: უზრუნველყოს პოლიციამ, დაიცვას ძალის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტები და საფუძვლიანად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს წარსული ძალადობა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ პასუხისმგებელი პირები.

გაათავისუფლეთ მშვიდობიანი მომიტინგეები: დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული მხოლოდ მათი ადამიანის უფლებების მშვიდობიანი განხორციელებისთვის.

სამართლიანი სასამართლო პროცესი: უზრუნველყოს, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ დანაშაულებში ბრალდებულები მიიღებენ სამართლიანი სასამართლო პროცესს და სათანადო დაცვას.

გამჭვირვალობა: საპროტესტო აქციების დროს არასაჭირო და გადაჭარბებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების საჯარო განხილვის უზრუნველყოფა, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და მსხვერპლთა დაცვის ეფექტური საშუალებები.

დაიცავით და შეასრულეთ საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები: როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლის დებულებები, რომლითაც გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრება და გაერთიანების უფლებება და საერთაშორისო მე-19 და 21-ე მუხლები, პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლების უფლებებს (მათ შორის, ჟურნალისტების უფლებას გააშუქონ საპროტესტო აქციები) და მშვიდობიანი შეკრების უფლებას. საქართველო არის ორივე ადამიანის უფლებათა ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო," - წერია განარიშში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი