კლანის მოსამართლეები, როგორც პროევროპული აქციების მონაწილეების სამაგალითო დამსჯელები. ოლიგარქიული რეჟიმი რეპრესიებისთვის კლანის მოსამართლეებს იყენებს. 28 ნოემბრის შემდეგ სასამართლო დარბაზები შურისძიების დარბაზებად გადააქციეს.
ოლიგარქის მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს ეყრდნობიან და ნაცემი, ნაწამები დემონსტრანტების მტკიცებულებებს საერთოდ არ ითვალისწინებენ. მოქალაქეებს დაუსაბუთებლად და მტკიცებულებების გარეშე - აპატიმრებენ და აჯარიმებენ.
არის შემთხვევები როდესაც დაკავებული საავადმყოფოშია გადასაყვანი, თუმცა მათ მოსამართლეები ძირითადად ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან და იზოლატორებში უშვებენ.
ვინ არიან ოლიგარქიული რეჟიმის მოსამართლეები, ვინც დასანქცირებული კლანისა და დასანქცირებული "ოცნების" წევრების დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ - იხილეთ ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტში.