ოპოზიციონერმა მწერალმა სვეტალანა ალექსიევიჩმა ბელარუსი დატოვა და გერმანიაში წავიდა

გამოქვეყნდა:

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა ბელარუსი დატოვა. ამის შესახებ მისმა თანაშემწეებმა სხვადასხვა სააგენტოებს განუცხადეს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალექსიევიჩი გერმანიაში, ბერლინში გაემგზავრა. მისი მეგობრის, მარია ვოიტეშონოკის თქმით, ის წასვლმადე გამოკითხვაზე იყო დაბარებული ბელორუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ალექსიევიჩი გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა.

ის ბელორუსში დაბრუნდება ერთ თვეში. იგი არ წყვეტს თავის საქმიანობას, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრს, - თქვა ვოიტეშონოკმა.

მწერალს იტალიაში ჩასვლაც აქვს დაგეგმილი სადაც ის ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი. სპიკერის ინფორმციით ის აპირებს შვედეთში წიგნის ბაზრობაზე წასვლას და შემდეგ სიცილიაში გამგზავრებას.

სპიკერმა დასძინა, რომ ის თუ როდის დაბრუნდება ალექსიევიჩი ბელორსუში დამოკიდებულია იმაზე როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში და როგორი იქნება მისი კეთილდღეობისთვის უკეთესი გადაწყვეტილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი