ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია. ამის შესახებ მან, დღეს, პლენარული  სხდომის გახსნაზე განაცხადა

"ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც უკვე ორი კვირაა თბილისში და ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მშვიდობიანად იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს წყლის ჭავლის ქვეშ. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვართ. ეს პარლამენტი გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ასეთი ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან.

ჩვენ მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისკენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დარღვევებზე და ვთხოვთ ყველა 27 წევრ ქვეყანას, გაერთიანდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას ამ ზომებზე.

ჩვენ მოვიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში. ჩვენ მასთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს საუკეთესოდ, რა ფორმატი იქნება საჭირო," - განაცხადა მეცოლამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი