ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეთანხმებაზე, გააგრძელოს სავიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმაურება:
"ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება იმ საჭიროებაზე, რომ დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვა პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ [ქვეყანაში] შესვლაზე შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ". - აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
შეგახსენებთ, EU "ქართული ოცნების" დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალური პირებისთის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდა.