სომხეთში აზერბაიჯანელებმა სამგზავრო ავტობუსი დაწვეს - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

გამოქვეყნდა:

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, არცრუნ ჰოვანისიანი Facebook-გვერდზე წერს, რომ სომხეთის ქალაქ ვარდენისში აზერბაიჯანელებმა სამგზავრო ავტობუსი დაწვეს. 

ჰოვანისიანის თქმით, ხანძარი დაპირისპირებულმა მხარემ დრონით გააჩინა. 

აქვე, უკვე მესამე დღეა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო სამხედრო დაპირისპირება არ წყდება. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ სააგენტოებთან მოწინააღმდეგეების დანაკარგზე ისაუბრა და თქვა, რომ განადგურდა 22 სომხური ტანკი, 15 სარაკეტო იარაღი, 8 საარტილერიო დანაყოფი. ამასთან, დაიღუპა და დაშავდა 550-ზე მეტი ადამიანი. 

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედიის ცნობით,  დღეს გაეროში ყარაბაღის კონფლიქტზე დახურული სხდომა გაიმრეთება. აქვე კი შეგახსენებთ რომ საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს მხარეებს შეწყვიტონ დაპირსპირება. 

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის  27 სექტემბერს განახლდა.  თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში და სომხეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი