სამშობლოს სიყვარულისთვის საჩვენებლად დასჯილი მშვიდობიანი დემონსტრანტები და მოძალადე "ტიტუშკები", რომლებსაც ოლიგარქიული რეჟიმი მფარველობს.
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ნათლად მიუთითებს მოძალადე ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზე და აჩვენებს რამდენად რეპრესიულია ივანიშვილის ხელისუფლება.
მაშინ, როდესაც უკანონოდ დაკავებულ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის მუხლებით ასამართლებენ, რეალური მოძალადეები პრივილეგიებით სარგებლობენ და უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად დაუსჯელები რჩებიან.
ასე მოხდა გოგა შუბითიძისა და აკაკი ფიჩხაურის საქმის განხილვის დროს. დღევანდელმა სასამართლო სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ მოძალადე ზონდერები სწორედ ხელისუფლების მიერ არიან მართული და "ქართული ოცნების" დავალებით მოქმედებენ.
უფრო ვრცლად იხილეთ ირაკლი ბახტაძისა და ქეთა ციცქიშვილის სიუჟეტში.