"["ოცნება"] მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს" | კაია კალასი ევროკომისიის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი X-ზე პოსტს აქვეყნებს და  ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას ეხმიანება.

"საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს.

დღეს ჩვენ მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შეთავაზებით.

ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ზომებს," - წერს კაია კალასი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი