"ოცნება" ნიშნავს მდივანსაც, თავმჯდომარესაც, მოადგილესაც - ხმაური მთაწმინდის საოლქო კომისიასთან

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მთაწმინდის საარჩევნო ოლქთან იმ სხდომის პარალელურად შეიკრიბნენ, სადაც საოლქო კომისიების თავმჯდომარეების და მოადგილეების დამტკიცება, ოპოზიციისგან ფარულად მიმდინარეობდა.

ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს, რატომ ირჩევენ საკვანძო თანამდებობზე, ოპოზიციისგან ფარულად კანდიდატებს და რატომ არიან ისინი მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერები.

ოპოზიცია სხდომას დღეს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ვითრების განმუხტვას ცესკოს წარმომადგენელიც ცდილობდა.

"ენმ"-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკვე წინასწარ არის გადაწყვეტილი ვინ დაიკავებს საუბნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილეებისა და მდივნების თანამდებობებს. 

დღეს საოლქო კომისიის წევრებთან დაკავშირებით, ფიზიკური დაპირპისპირება იყო მარნეულის საოლქო კომისიასთან, რომელსაც მმართველი გუნდიდან ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ოპოზიცია ძალადობაში დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი