"ენმ"-ს წევრმა პერანგი შემოახია კომისიის წევრს - კობახიძე მარნეულის დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ეხმაურება და ტრადიციულად მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" სიტუაციის გამწვავებას ცდილობს:

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას ნაც მოძრაობის წარმომადგებლებმა მოაწყვეს აქცია სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მმართველ გუნდს და ამის მერე ერთ -ერთი წევრი ლაშა ქველაძე აპირებდა შენობაში შეჭრას, ამ დროს იყო ფიზიკური დაპირისპირება და ერთ-ერთ წარმომადგენელს პერანგი შემოახია" ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ და ზოგადად ასეთ ფაქტებს, უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეატყობინებენ.

მარნეულში ვითარება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაიძაბა. "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.

დღესვე, იგივე საკითხზე დაპირისპირება იყო მთაწმინდის საოლქო კომისიასთანაც

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი