"ქართული ოცნების" დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, კარგად გამოსაძიებელია, "ნაცინალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას რამდენიმე დღის წინ შეხვედირს დროს ქვები საერთოდ ესროლეს თუ არა. ამ თემაზე ჟურნალისტის კითხვას მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
ნიკა მელიას შემთხვევაში კარგი გამოსაძიებელია, პირდაპირ გეტყვით, ქვები საერთოდ დაუშინა თუ არა ვიღაცამ. და გუშინდელი ტირის თუ კისტის თოფის არ იყოს. რაზეც ვერ ხდება ვერანაირი ინფორმაციის მოძიება, უკვე ერთ დღეზე მეტია ვცდილობთ, ლამის გამომძიებლები გახდნენ ჩვენი აქტივისტები, რომ დაეხმარონ გამოძიებას, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთიან კანდიდას გლდანის ოლქში, ნიკა მელიას ქვები დაუშინეს. მისი თქმით, ინციდენტის დროს ის ქალებთან და ბაშვებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც კორპუსიდან ქვები ისროლეს.