ლელოსთავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. მისი თქმით, დებატების განსახილველი თემა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი იქნება, რადგან არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი "ოცნება" და ივანიშვილია. 

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ნუ იმალებით, გამოდით, დაგველაპარაკეთ. ეკონომიკა არის ღრმა კრიზისში და ეს მდგომარეობა დღითი დღე რთულდება. ლარის დევალვაციამ ჩვენი მოსახლეობა  უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, გაძვირდა საკვები პროდუქცია, წამლები და, რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ადამიანები არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 17%-ით გაუფასურდა - თქვა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს დებატებში იწვევს. გასულ კვირას, ხაზარაძემ „ოცნების“ თავმჯდომარეს უთხრა, რომ თუქართულ ოცნებასქვეყნის დემოკრატიულად მართვა სურს, დებატებში მონაწილეობასაც უნდა დათანხმდეს. მისივე თქმით, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და არჩევანსქართულ ოცნებასუტოვებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი