
საქართველოში კორონავირუსით დღეს, 29 სექტემბერს უკვე მეოთხე პაიცენტი გარდაიცვალა. 36-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა..
გარდაცვლილი 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
პაციენტი საავადმყოფოში 25 სექტემბერს შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 225 აჭარიდანაა. 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ადამიანი გარდაიცვალა: