სამედიცინო კოლაფსი - "ოცნების" ჯანდაცვის სისტემას მედიკოსები ამხელენ

გამოქვეყნდა:

ექიმები აღარ მალავენ რომ ჯანდაცვის სისტემაში კატასტროფული ვითრებაა და შესაძლოა ეპიდემიამ კიდევ უფრო სახიფთო სახე მიიღოს. ექიმები აღარ მალავენ, რომ კლინიკებში პაციენტების მკუირნალობას ვეღარ ახერხებენ, არც ადგილებია და აპარატურაც მწყობრიდან არის გამოსული, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში, რომელიც პანდემიის დროს უმძიმესი პაციენტების ერთადერთი მიმღები ცენტრია,  რეანიმაციული განყოფილების 25-ვე საწოლი უკვე შევსებულია. ექიმებმა აღარ იციან სად წაიყვანონ მოქალაქეები რომლებიც ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლებებით დახმარებას ითხოვენ. 

პანდემიის ახალმა ტალღამ  ჯანდაცვის სისტემა თითქმის მთლიანად ჩამოშალა, კოვიდ პაციენტების გარდა  კლინიკებს სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მიღება უჭირთ. ინფრასტრუქტრუქტურის გარდა სამედიცინო პერსონალის დეფიციტიცაა, "მთავარმა" დღეს ის ექიმი ჩაწერა, რომელიც კორონავირუსით პაციენტისგან დაინფიცირდა, მისი კოლეგების ვარაუდით მიზეზი არასაკმარისი აღჭურვილობა გახდა.

ბათუმში კოვიდ 19-ის გავრცელება ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულზე ადის. მოხუცთა თავშესაფრის  17 ბენეფიციარს ვირუისი დაუდასტურდა, სწორედ მათგან გადაედო ინფექცია თავშესაფრის 10 თანამშრომელს,დამხმარე პერსონალი ბათუმში აღარ ყოფნით, რის გამოც მოხალისეთა მობილიზაცია გამოაცხადეს. ხელისუფლებამ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ვერ დაიცვა. 

სამედიცინო კრიზისს ადასტურებს ყველა, "ქართული ოცნების" გარდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მტელი ქვბეყნის მასშტაბით არც ექიმების და არც საწოლების სიმცირე არ არსებობს. ოპოზიციაში კი ამბობენ რომ მმართველი გუნდის დაშვებულ შეცდომას ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი, თეა ვაშალომიძე, ოთო ჯაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი