"არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული პროირანელ დიქტატორებს!" | რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი უილსონის პოსტზე კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

"არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული პროირანელ დიქტატორებს!" - ამის შესახებ ამის შესახებ რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (RSC) სოციალურ ქსელში წერს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც წერს "რატომ იყო კობახიძე ირანში რევოლუციური გაერთიანების ლიდერებთან ერთად... იგივე ტერორისტები გეგმავდნენ ტრამპის მკვლელობას... ჩვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება".

"არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული პროირანელ დიქტატორებს! ეს არის RSC-ის ბიუჯეტის წინადადების მთავარი პრინციპი - ჩვენ პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ.

ჯო უილსონი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში - მადლობა თქვენი ხელმძღვანელობისთვის!" - წერია პოსტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი