"მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს" | ჯო უილსონი

გამოქვეყნდა:

"მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს... საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი წერს და აშშ-ის მიერ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება. 

"მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. მე ამის შესახებ 2020 წელს განვუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს.

ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," - წერს ჯო უილსონი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი