ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა - "მთავარი არხის" ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

ყველაფერი ჩვენი სამართალდამცავების წინ მოხდ- ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელსაც მარნეულში თავს დაესნნენ და ამ წუთებში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას მწვავე ტკივილი აქვს თავსი არეში. 

"ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე, ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა" - ამბობს ჯეიჰუნ მუჰამედალი. 

მასთან "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვრამია ჩავიდა, რომელიც ამ წუთებში საავამდყოფოში ჟურნალისტთან ერთად იმყოფება. 

არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეგახსენებთ, დაპირსპირება  უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი "ქართული ოცნების" წევრების ჩასაწერად მივიდა.

დღესვე თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაწუყებლის გადამღებ ჯგუფსაც. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი