"ოცნება" მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში ამჯერადაც "ნაცინალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაპირისპირებაში ამჯერადაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაოაბს" ადანაშაულებს. ამ თემაზე პარტიამ განცხადება საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა.

ნაციონალური მოძრაობის აქტივმა ძალადობა არ იკმარა და ამჯერად, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მათი აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ენმ "საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება".

პარტია ყველას მოუწოდებს, რომ ოპოზიცის ქმედებას საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია მთავარი არხის ტექნიკაც. 

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი