"ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ" | უილსონი პია კაუმას მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებაზე, დადებითად აფასებს: 

"მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილების გამო. ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" წერს უილსონი.

შეგახსენებთ, უილსონი ერთ-ერთი იყო, რომელმაც პია კაუმას მოუწოდა, თავი შეეკავებინა თბილისში ვიზიტისგან - "ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს" - წერდა უილსონი გუშინ, 5 იანვარს. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი