თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე - ოპოზიციური ლიდერები ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოპოზციური ლიდერები ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, ძალადობის პროვოცირების მთავარი წყარო სწორედ "ოცნების" ხელისუფლებაა.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია, რომელიც ახლა არჩევნებს აგებს, ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ პროვოკაციებით და სამოქალაქო დაპირპსირების გაღვივებით შეეცდება. 

"ძალა ერთობაშიას" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან ძალადობა არის ის რაც ბოლოს მოუღებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს. 

ადამიანებსი ცემა, ჟურნალსიტების ცემა ეს მიუთითებს იმას, რომ ხელისუფელბა იცის, რომ აგებს არჩევნებს, იცის, რომ საერთოდ, მეტი სხვა განზომილება მათთვის არ არსებობს. შესაბამისასდ მიმართავს ამ ძალადობრივ მეთოდებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა ახლა ვუთრა რეჟიმს, არავის არ ეშინია მათი,ა რავის არ ეშინია ამ ძალადობის და ეს არის ზუსტად ის, რაც ბოლოს მოუღებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ვერტიკალს და ოლიგარქიულ რეჟიმს, იმიტომ, რომ არავინ ამ ქვეყანაში არარ არის "ქართული ოვნების" მომხრე -  ამბობს ხატია დეკანოიძე 

"ევროპული საქართელო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდოამრე ამბობს, რომ  ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანა სამოქალაქო და პირისპირების,ძალადობის და განხეთქილების გზაზე დააყენოს. 

"ძალა ერთობაშიას" ხაშური-ქარელი-გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნატო ჩხეიძის თქმით, მმართველი ძალის ეს საქციელი არის გამოწვევა არა მხოლოდ სქართვველოს მოქალაქეების არამედ საერთაშორისო საზოგადოების. 

"ლეობორისტული" პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ძალადობაში იყენებს სახემწოფო ბერკეტს. 

"ერთიანი საქართელოს" წარმომადგენელის თქმით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ქვების სროლა, მანქანების დამტვრევა, ადამიანების ცემა და ძალადობა ნიშნავს იმას, რომ ხელისფულება არის ღრმა კრიზისში. მივე თქმით, "ოცნება" არჩევნები დამარცხდება.

საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ამბობს, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება არის დაუშვებელი. სააკაშვილის თქმით, გუშინ მარნეულში მომხდარი დაპირისპირება არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფელბა შეიცვლება. 

რაც შეეხება მმართველ პარტიას, "ოცნების" ლიდერები პირადად ახალისებენ ძალადობას და ოპონენტებზე თავდასხმებს. მოძალადეებს კი პოლიცია არ სჯის და დამაშნავეებს პასუხს არავინ აგებინებს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.  

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი