დოლიძის ქუჩაზე, გაფიცვაში მონაწილე მოქალაქეებზე ოცნების ტიტუშკების თავდასხმას პრეზიდენტი ეხმაურება, ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ესაა დღევანდელი რეჟიმის სახე:
"ეს სახეა დღევანდელი რეჟიმის! რუსული სახე :“ტიტუშკა”,”ცემა- ტყეპა”, გინება, შეურაცხყოფა, დაშინება, ძალადობა … მეტი რომ არაფერი იციან, მეტს ვერაფერს რომ აკეთებენ … ესაა რეჟიმის განაჩენი" წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, თავდასხმა დოლიძის ქუჩაზე მას შემდეგ მოხდა, რაც საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.
იხილეთ ასევე: