2003 წლის წინასაარჩევნო კამპანია არაფრით განსხვავდება „ოცნების“ სამზადისისგან - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

დეჟავიუ პოლიტიკაში - „მოქალაქეთა კავშირის“ 2003 წლის წინასაარჩევნო კამპანია არაფრით განსხვავდება „ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სამზადისისგან - ასეთია ზაალ უდუმაშვილის შეფასება მარნეულში მომხდარ გუშინდელ ინციდენტებზე, როდესაც „მთავარი არხის“ 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს გუშინ, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან, პარტიის აქტივისტები და წევრები  თავს დაესხნენ.

გადაცემაში "დღის სტუმარი" ასევე გავიდა კადრები, რომელიც 2003 წლის ბოლნისის მოვლენებს ასახავს. კადრებში ჩანს, თუ როგორ გაუსწორდა მუშტებითა და ქვებით შევარდნაძის ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩეველან ჩასულ მიხეილ სააკაშვილს.

შეგახსენებთ, გუშინვე მარნეულში თავს დასეხნენ და ფიზიკრუად გაუსწორდნენ სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებს, გონების დაკარგვამდე სცემეს ოპოზიციის ადგილობრივ წევრებსაც.

სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.  

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი