"არა ძალადობას! თავისუფალი არჩევანის უფლება" - აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

"არა ძალადობას! თავისუფალი არჩევანის უფლება" - ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია ბათუმის 79-ე საოლქო კომისიასთან. შეკრებილების პროტესტი საარჩევნო უბნების ხელმძღვანელების პოლიტიკური ნიშნით არჩევამ გამოიწვია.

მოქალაქეები, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ამტკიცებდნენ, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარეები და მდივნები გადაწყვეტილებებს მხოლოდ მმართველი პარტიის ზეწოლით მიიღებენ, რაც საოლქო კომისიებში "ოცნების" გავლენებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

შეგახსენთ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ირჩევდნენ საუბნო კომოსიის თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს სხვადასხვა ოლქში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი