ქუჩაში კაცმა შემაგინა, შემოვცხე და პოლიტიკური დევნაო; გახარია მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღძრეს საქმე, შაპიტოში ვარ | ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. სხდომას ალეკო ელისაშვილიც ესწრება. 

"რეჟიმი და მისი მსახური დუქანი, სადაც ახლა ვართ, აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, გადასულია ძალადობაზე და ამის მონაწილეები ვართ ყველანი. მედავებიან, ქუჩაში კაცმა შემაგინა, შემოვცხე, ვიღაცა გაუგებარი კაცია ალი ბაბაევი და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაო და გახარია პრემიერმინისტრი იყო, კაცი მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღძრეს, ანუ, ის პოლიტიკური დევნაა და ეს ცემაა. შაპიტოში ვარ მოსული" თქვა ელისაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე. 

ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი