"განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად," - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს და ჩეხეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.
"მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ჩეხეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ტომაშ პოიარს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად. ჩეხური მორალური და სტრატეგიული სიცხადე ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე!" - წერს უილსონი.