მაკრონმა და პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტზე ტელეფონით ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა. სატელეფონო საუბარი პარიზის ინიციატივით შედგა.

კრემლის ცნობით,  მაკრონმა და პუტინმა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყონებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

აღსანიშანავია, რომ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა კონფლიქტის გადასაჭრელად.

ემანუელ მაკრონი ყარაბაღის კონფლიქტს  გუშინაც გამოეხმაურა და თურქეთის საომარი რიტორიკა გააკრიტიკა. თურქეთიის, რომელიც აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სომხეთს ძალადობრივი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მაკრონმა ასევე თქვა, რომ სამხედრო დაპირსპირებაზე დონალდ ტრამპთანაც ისაუბრებდა.

ცნობისთვის,  მთიან ყარაბაღში ვითარება დღესაც უკიდურესად დაძაბულია, დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ქვემეხები და საჰაერო არტილერია გამოიყენეს.

მთიანი ყარბაღის თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო საბრძოლო მოქმედებებს მოწინააღმდეგის 130 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 250 კი მძიმედ დაიჭრა.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება და საპასუხოდ ტვიტერზე სომხური არტილერიის განადგურების კადრებს ავრცელებს.

ოფიციალურმა ბაქომ, სომეხი სამხედრო მაღალჩინოსნები და მთავრობის წევრები, დასახლებული პუნქტების დაბომბვასა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, ფართო მასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. ყარაბაღში სამხედრო წვრთნები ივლისში დაიწყო, მას შემდეგ რაც, აზერბაიჯანმა კონფლიქტის მოსაგვარებლად სამხედრო მზადყოფნა გამოთქვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი