"[მზია ამაღლობელის] წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის დაუსაბუთებელი" | ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

გამოქვეყნდა:

"[მზია ამაღლობელის] წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის დაუსაბუთებელი და სერიოზულად ვარ შეშფოთებული მისი სიტუაციით," - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტმა განაცხადა.

ო'ფლაერტი თბილისში იმყოფებოდა და რეჟიმის პატიმარი, მოშიმშილე მზია ამაღლობელი ციხეში მოინახულა.

"იმის განსჯის გარეშე თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული სამომავლოდ მის [მზია ამაღლობელის] ბრალდებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ახლა წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის დაუსაბუთებელი და სერიოზულად ვარ შეშფოთებული მისი სიტუაციით," - წერს მაიკლ ო'ფლაერტი.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი