"ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან...მზია ამაღლობელი, დღეს, ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს" | მარია რესა

გამოქვეყნდა:

"ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან... მზია ამაღლობელი დღეს ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს," - ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ვატიკანის იუბილეს დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

"საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელიდან-მოზამბიკამდე. არის საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი ჯერ კიდევ გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ დეკემბრიდან უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა. და დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს.

ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან. ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეკავათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი". გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, დღეს, ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: "იმიტომ რომ არ შემიძლია გავჩუმდე," - განაცხადა მარია რესამ. 

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე მარია რესას წიგნით "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" მივიდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი