
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩაერევიან, კავკასიის რეგიონი კიდევ ერთი სირია გახდება.
„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს, რომ თუ კონფლიქტში დაუყონებლივ არ ჩაერევა, კავკასია კიდევ ერთი უზარმაზარი პრობლემა გახდება. მსოფლიოს ყარაბაღის კონფლიქტი საფრთხეს არა მარტო ენერგიის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის, არამედ საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის კუთხით უქმნის, წარმოიდგინეთ კავკასია კიდევ ერთი სირია გახდება, ვიმედოვნებ ეს არ მოხდება, თორემ ყველასთვის დიდი დარტყმა იქნება. არ აქვს მნიშვნელობა დაღუპულთა რიცხვი დიდი იქნება თუ მცირე, ეს სომეხი ხალხია და თითოეული მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სომეხ ხალხს ყარაბაღთან ისტორიული კავშირი აქვს. აზერბაიჯანი, თურქეთის მხარდაჭერით, კიდევ ერთ სომხურ გენოციდს მოაწყობს, რაც ყველასთვის მიუღებელია. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ჩაერევა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, სომხები კი ვფიქრობთ, პრობლემა სამხედრო გზით არ მოგვარდება, ჯობია მოლაპარაკებებს დავუბრუნდეთ.“ - თქვა არმენ სარქისიანმა „არმენესთან“ საუბრისას
შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ცნობისთვის, საერთაშორისო საზოგადოება ტერიტორიას, რომელიც დე-ფაქტო სომხური მხარის მიერ კონტროლდება, დე-იურე აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. აქვე, საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყნებს სამხედრო დაპირსპირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.