ევროკავშირის ქვეყნების ელჩები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" რედაქტორებს შეხვდნენ. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
"ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესთან, ეთერ თურაძესთან, "ბათუმელებთან", "ნეტგაზეთთან" მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც პატიმრობაშია და შიმშილობს, როცა ის უნდა იყოს დაცული. მოვუწოდებთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებისკენ," - წერს გასრი.