„ქართული ოცნების“ 8 წლიან მმართველობას მისი ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აფასებს.
ხიდაშელი ამბობს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის მთავარი დანაპირები არ შესრულებულა და „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის წინაშე უპატიებელი შეცდომები დაუშვა.
ხიდაშელი მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლების გზა გააგრძელა.
ჩემთვის გადამწყვეტი იყო ფოტოდ დანახული მურუსიძე - ივანიშვილის შეხვედრა. ეს იყო დასასრული, მივხვდი რომ მე „ოცნების გუნდთან“ ვერ ვიმუშავებდი. ეს იყო კატასტროფის დასაწყისი. „ოცნება“ მორალურ კმაყოფილებაშია, რადგან სწორება აიღო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე ცუდ პერიოდზე. მას ადარებს საკუთარ თავს. ჰგონია, რომ ის უკეთესია. ოღონდ ივანიშვილის ბრალი გაცილებით მაღალია ამ საქმეში, ვიდრე სააკაშვილის, რადგან ჩვენ მკვდარი მართლმსაჯულების ფონზე მოვედით, მისი გაცოცხლების, მისთვის დამოუკიდებლობის მიცემის პირობით, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში", ხიდაშელი "ოცნებიდან" მისი წასვლის მთავარ მიზეზსაც ასახელებს.